იუვე სანჩოს მიმართ ინტერესს არ კარგავს
ბოლო დღეებში იუვენტუსმა ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერზე მუშაობა შეაჩერა, თუმცა ტურინული გრანდის ინტერესი ინგლისელის მიმართ არსად გამქრალა.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსსა და სანჩოს შორის პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებულია და ტურინუ გრანდს მისი გაფორმება არ გაუჭირდება, თუმცა ამისთვის პირველ რიგში იუვენტუსს ნიკო გონსალესის გასხვისება მოუწევს.
სანჩოს პრიორიტეტი იუვენტუსში თამაშია, თუმცა ინგლისელის გაფორმებაზე რამდენიმე გუნდი, მათ შორის დორტმუნდი მუშაობს და თუ უახლოეს პერიოდში სიტუაცია არ შეიცვალა, სანჩო დიდი ალბათობით სხვა გუნდის წინადადებას მიიღებს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                