იუვენტუსის სამედიცინო შტაბში ცვლილებები დაიწყო
ბოლო წლებში ტრავმების მხრივ არსებული ცუდი სიტუაციის ფონზე, დამიენ კომოლიმ იუვენტუსის სამედიცინო შტაბში ცვლილებების შეტანა გადაწყვიტა.
მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, ტურინული გრანდის რიგები ორმა ფიზიოთერაპევტმა დატოვა, რომლებიც იუვენტუსში წლების განმავლობაში მუშაობდნენ.
წყაროს ცნობით, მათი ერთ-ერთი შემცვლელი რიკარდო რანიაჩია, მას აქამდე რამდენიმე გუნდში, მათ შორის ლეჩეში და ემპოლიში მუშაობის გამოცდილება აქვს, ამის გარდა კი ის ვერონაში იგორ ტუდორთან ერთად მუშაობდა. იტალიელი სპეციალისტი ტრავმების შემდეგ სარეაბილიტაციო ეტაპზე, მის მაქსიმალურად უსაფრთხო და ამავდროულად ჩქარ პროცესზეა ორიენტირებული.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                