TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე სალემაკერსს არ ივიწყებს

La Stampa-ს ინფორმაციით, იუვენტუსი მილანის გარემარბის ალექსის სალემაკერსის მიმართ ინტერესს არ კარგავს.

La Stampa-ს ცნობით, ტურინულ გრანდში ბელგიელის ხილვა პირადად ტიაგო მოტას სურს, ვინც სალემაკერსს როტაციისთვის იდეალურ ფეხბურთელად მიიჩნევს.

ბელგიელი ამ მომენტისთვის იუვენტუსის პრიორიტეტი არ არის, თუმცა სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს შესაძლოა ბიანკონერიმ მისი ხელსაყრელი პირობებით გაფორმება სცადოს, რადგან ფეხბურთელი მილანის გეგმებში აღარ შედის.