იუვენტუსი რუდიგერს 2-წლიან კონტრაქტს უმზადებს
იუვენტუსი ანტონიო რუდიგერის ტრანსფერზე მუშაობას აქტიურად შეუდგა.
ტურინული გრანდის რიგებში გერმანელის ხილვა პირადად ლუჩიანო სპალეტის სურს და იუვენტუსი სეზონის ბოლოს მის უფასოდ გაფორმებას ეცდება.
Tuttosport-ის ცნობით, იუვენტუსი მზად არის, რუდიგერს 2-წლიანი კონტრაქტი და სეზონში გასამრჯელოს სახით 5-6 მილიონი ევრო შესთავაზოს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
