იუვე რომას მცველის სიტუაცაის აკვირდება
იუვენტუსი რომას მცველის ზეკი ჩელიკის მიმართ ინტერესს არ კარგავს.
თურქი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ჯალოროსისთან სეზონის ბოლოს იწურება და მხარეებს შორის ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
Il Tempo-ს ინფორმაციით, 28 წლის მცველი გასამრჯელოს სახით სეზონში 2 მილიონს ითხოვს, რისი გადახდაც ამ მომენტისთვის რომას გეგმებში არ შედის.
გამოცემის ცნობით, იუვენტუსი თურქის სიტუაციას აკვირდება და თუ ის რომას თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, ტურინული გრანდი ჩელიკის უფასოდ გაფორმებას ეცდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
