იუვენტუსი რეტეგის მიმართ ინტერესს არ კარგავს
კრისტიანო ჯუნტოლი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის მზადებას აგრძელებს და იუვენტუსის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი შეტევის ხაზის გაძლიერება იქნება.
ტურინული გრანდის რიგებს სეზონის ბოლოს დიდი ალბათობით სამივე ფორვარდი: ვლაჰოვიჩი, კოლო-მუანი და მილიკი დატოვებენ, ამიტომ იუვენტუსს მინიმუმ ორი ფორვარდის გაფორმება მოუწევს.
SportItalia-ს ცნობით, იუვენტუსის პრიორიტეტული სამიზნე ვიქტორ ოსიმენი იქნება, მის გარდა კი ბიანკონერი ატალანტას შემტევის და ამ მომენტისთვის სერია ა-ს ბომბარდირის მატეო რეტეგის ტრანსფერით ინტერესდება.