TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე რასპადორის გაფორმებას კიდევ ერთხელ იანვარში ეცდება

იუვენტუსი ვიცე-ვლაჰოვიჩის ძიებას აგრძელებს და იტალიური მედიის ცნობით, ბიანკონერის ერთ-ერთი პრიორიტეტი იანვარში ნაპოლის ჯაკომო რასპადორი იქნება.

იუვენტუსი რასპადორის გაფორმებას ზაფხულშიც ცდილობდა და Tuttomercato-ს ცნობით, კრისტიანო ჯუნტოლი პარტენოპეისთან საერთო ენის გამონახვას კიდევ ერთხელ იანვარში ეცდება.

რასპადორი ანტონიო კონტეს გეგმებში არ შედის, მან მიმდინარე სეზონში სერია ა-ში მოედანზე სულ 194 წუთი გაატარა, რის გმაოც ფეხბურთელი უკმაყოფილოა და გუნდის დატოვება უნდა.

ნაპოლი რასპადორის სანაცვლოდ დაახლოებით 25-30 მილიონ ევროს ითხოვს.