იუვე რაშფორდის ტრანსფერით ინტერესდება
ბრიტანული მედიის ცნობით, იუვენტუსი მანჩესტერ იუნაიტედის შემტევის მარკუს რაშფორდის ტრანსფერით ინტერესდება.
The Sun-ის ცნობით, 27 წლის ინგლისელი მანჩესტერის გეგმებში აღარ შედის და წითელი ეშმაკები იანვარში მისი იჯარით გაშვების წინააღმდეგები არ იქნებიან.
წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსს კონკურენციას რამდენიმე ევროპული გრანდი, მათ შორის პსჟ გაუწევენ.