იუვე რაშფორდის ტრანსფერით ინტერესდება
იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი მანჩესტერის ფეხბურთელის მარკუს რაშფორდის ტრანსფერით ინტერესდება.
ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, გუნდებმა რაშფორდის სიტუაცია ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების დროს განიხილეს.
მანჩესტერი 27 წლის ინგლისელის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის და მის სანაცვლოდ დაახლოებით 35-40 მილიონ ევროს ითხოვს. პრობლემა ფეხბურთელის მაღალი ხელფასია, ის სეზონში 13 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რისი გადახდაც ტურინული გრანდის გეგმებში არ შედის.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
