TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე რამოსის გაფორმებას განიხილავს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტისა და იუვენტუსის ინსაიდერის ლუკა მომბლანოს ინფორმაციით, ბიანკონერი ლეგენდარული მცველის სერხიო რამოსის გაფორმებას განიხილავს.

ბრემერის ტრავმის შემდეგ (დეტალები იხილეთ აქ), ტურინული გრანდი ცენტრალური მცველის ძიებაშია და სერხიო რამოსი ერთ-ერთი კანდიდატი გახლავთ.

38 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახლავთ, ამიტომ იუვენტუსს მისი გაფორმება დაუყოვნებლივ შეუძლია.