იუვე პსვ-ს ფორვარდის მიმართ ინტერესს არ კარგავს
იტალიელი ჟურნალისტის მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, იუვენტუსის სკაუტები პსვ-ს ახალგაზრდა ფორვარდის რიკარდო პეპის თამაშზე დაკვირვებას აგრძელებენ და ტურინულ გრანდში ის შეტევის გასაძლიერებლად ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ მოიაზრება.
21 წლის ამერიკელი ფორვარდის აქტივში მიმდინარე სეზონში ერედივიზიაში ჩატარებულ 12 მატჩში 9 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
ბიანკონერის ახალგაზრდა ფორვარდის გაფორმება დაახლოებით 20-25 მილიონი ევრო დაუჯდება.