იუვე პსჟ-ს თანხმობის მოლოდინშია…
იუვენტუსი კოლო მუანის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და პარიზულ გუნდთან საერთო ენის გამონახვას ცდილობს.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, ტურინულ გრანდს ფეხბურთელისგან ტრანსფერზე თანხმობა უკვე მიღებული აქვს, თუმცა ჯერჯერობით პარიზელებთან ტრანსფერის ფორმულასა და ფინანსურ ასპექტებზე შეთანხმება არ არსებობს.
პსჟ კოლო მუანის არენდით გაშვების წინააღმდეგი არ არის, მისი შემდგომში 50-60 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით. იუვენტუსს სურს, რომ პარიზელებმა სეზონის ბოლომდე ფრანგი ფორვარდის ხელფასის ნახევარი დაფარონ.