იუვე ახალ პრეზიდენტს ნოემბერში წარადგენს
იუვენტუსის ხელმძღვანელობაში მომდევნო კვირებში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდება და მათ შორის გუნდს ახალი პრეზიდენტი ეყოლება.
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსის ახალი პრეზიდენტის ვინაობა დიდი ალბათობით ნოემბერში გახდება ცნობილი.
წყაროს ცნობით, ელკანი მიშელ პლატინისა და ალესანდრო დელ პიეროს კანდიდატურებს განიხილავს, თუმცა პარალელურად იუვენტუსის მფლობელი ჟან-კლოდ ბლანკის გუნდში დაბრუნებაზეც ფიქრობს. 62 წლის სპეციალისტი, ვინც ამჟამად მანჩესტერის დირექტორთა ბორდის წევრია, იუვენტუსში 5 წელი მუშაობდა, მათ შორის 2009-10 წლებში ბიანკონერის პრეზიდენტი გახლდათ.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
