იუვენტუსი პირველი ტრანსფერის დახურვასთან ახლოს არის
იუვენტუსი ვერონას მცველის დიეგო კოპოლას ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და იტალიელის გაფორმებასთან ახლოს არის.
21 წლის მცველმა ვერონაში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და არაერთი გუნდის ინტერესი დაიმსახურა, თუმცა Calciomercato-ს ცნობით, მის გაფორმებასთან ყველაზე ახლოს იუვენტუსია.
წყაროს ინფორმაციით, ტურინულ გრანდს კოპოლას გაფორმება დაახლოებით 15 მილიონი ევრო დაუჯდება.