იუვენტუსი სტეფანო პიოლის კანდიდატურას განიხილავს
ანტონიო კონტესთან და ჯან პიერო გასპერინისთან მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, იუვენტუსი მათი ალტერნატივების ძიებაშია და ერთ-ერთი პოტენციური სამიზნე სტეფანო პიოლი გახლავთ.
SportItalia-ს ინფორმაციით, პიოლი დიდი ალბათობით არაბულ ალ-ნასრს უახლოეს პერიოდში დატოვებს და იტალიაში დაბრუნდება.
გამოცემის ცნობით, თუ იუვენტუსმა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ იგორ ტუდორის გაშვება გადაწყვიტა, სტეფანო პიოლი მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იქნება.