იუვენტუსი პარმას ფორვარდით ინტერესდება
იუვენტუსი იანვარში ცენტრ-ფორვარდის გაფორმებას ეცდება და ტურინული გრანდის ერთ-ერთი სამიზნე პარმას შემტევი მატეო პელეგრინო გახლავთ.
24 წლის არგენტინელის აქტივში მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 მატჩში 8 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
SportItalia-ს ინფორმაციით, პარმა არგენტინელის გაყიდვას არ ჩქარობს, თუმცა მის 20-25 მილიონად გაშვებას დათანხმდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
