იუვე ოსიმენის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს, მაგრამ პირველ რიგში მილიკი-ვლაჰოვიჩის გაყიდვა მოუწევს
დამიენ კომოლი იუვენტუსის შეტევის ხაზში რევოლუციას აგრძელებს და ჯონათან დევიდის გაფორმების შემდეგ, რაც ოფიციალურად მომდევნო დღეებში დადასტურდება, ფრანგი სპეციალისტის საზრუნავი გუნდიდან დუშან ვლაჰოვიჩისა და არკადიუშ მილიკის გაშვება იქნება.
Tuttosport-ის ინფორმაციით, სანამ იუვენტუსი მილიკი-ვლაჰოვიჩის დუეტს არ გაასხვისებს, გუნდს შეტევაში კიდევ ერთი ფორვარდის დამატება გაუჭირდება.
ბიანკონერი მილიკის უფასოდ გაშვების წინააღმდეგი არ არის, ხოლო ვლაჰოვიჩის გაყიდვას 25-30 მილიონად გეგმავს…
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)