TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსი ოსიმენის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის რუდი გალეტის ინფორმაციით, იუვენტუსი ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.

წყაროს ცნობით, ტურინულ გრანდსა და ნიგერიელი ფორვარდის აგენტს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და ბიანკონერი ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმებას ცდილობს.

გალეტის თქმით, იუვენტუსის მთავარი კონკურენტი მანჩესტერ იუნაიტედი იქნება, თუმცა კრისტიანო ჯუნტოლის ფაქტორმა, ვისაც ოსიმენთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

error: დაცული კონტენტი !