იუვენტუსი დიდი ალბათობით ოსიმენის ტრანსფერზე მუშაობას შეაჩერებს
კრისტიანო ჯუნტოლის იუვენტუსიდან წასვლის ფონზე, ტურინული გრანდი დიდი ალბათობით ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზე აღარ იმუშავებს.
ნიგერიელი ფორვარდი პირადად ჯუნტოლის არჩევანი იყო და კრისტიანო 26 წლის ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებებს პირადად აწარმოებდა.
ახალი ფორვარდების ძიებას უკვე გუნდის ახალი ხელმძღვანელობა განაგრძობს, თუმცა იუვენტუსში ჯან პიერო გასპერინის შესაძლო მისვლის ფონზე, რაც ბოლო საათებში სულ უფრო რეალური ხდება, იუვენტუსისთვის ყველაზე მიმზიდველი კანდიდატურა მატეო რეტეგი იქნება.
