იუვე ოსიმენის ტრანსფერში ფედერიკო გატის გამოყენებას განიხილავს
ნაპოლის ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი შეტევის გასაძლიერებლად იუვენტუსის პრიორიტეტულ სატრანსფერო სამიზნედ რჩება და კრისტიანო ჯუნტოლის ნიგერიელი ფეხბურთელის გაფორმების გზების ძებნა უკვე დაწყებული აქვს.
Tuttosport-ის ცნობით, იუვენტუსი ოსიმენის გასაფორმებლად იტალიელი მცველის ფედერიკო გატის გამოყენებას განიხილავს.
გასულ დღეებში ნაპოლის მხრიდან გატის მიმართ ინტერესის თაობაზე ბევრჯერ დაიწერა, პარტენოპეის რიგებში ფედერიკოს ხილვა პირადად ანტონიო კონტეს სურს, ამიტომ ნაპოლი ამ ბარტერის განხივლის წინააღმდეგი არ იქნება, თუმცა იუვენტუსს საკმაოდ მსუყე თანხის დამატება მოუწევს.