Sky: იუვე ოსიმენის სიტუაციას ყურადღებით აკვირდება
გავლენიანი გამოცემა Sky Sport-ის ინფორმაციით, გალათასარაი ვიქტორ ოსიმენის გამოსასყიდი თანხის – 75 მილიონი ევროს გადახდას ვერ შეძლებს, ამიტომ ნიგერიელი ფორვარდი სეზონის ბოლოს ნაპოლიში დაბრუნდება და პარტენოპეის მისი ყიდვის მსურველის პოვნა მოუწევს.
თურქული გუნდის რიგებში ოსიმენი შესანიშნავ სეზონს ატარებს, მის აქტივში 9 მატჩში 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა, ამიტომ ზაფხულში მას მსურველების ნაკლებობა არ შეაწუხებს.
Sky Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ოსიმენის მიმართ ინტერესს არ კარგავს, ჯუნტოლისა და ფეხბურთელს შორის არსებული კარგი ურთიერთობის ფონზე კი ბიანკონერის ვიქტორთან საერთო ენის გამონახვა არ უნდა გაუჭირდეს, თუმცა იუვენტუსი მის გაფორმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ გუნდი დუშან ვლაჰოვიჩმა დატოვა.