იუვენტუსი ოსიმენის მიმართ ინტერესს არ კარგავს
ცნობილი ჟურნალისტის ბენ ჯეიკობსის ინფორმაციით, იუვენტუსი ვიქტორ ოსიმენის მიმართ ინტერესს არ კარგავს.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ვიქტორმა ალ-ჰილალის მდიდრული წინადადება უარით გაისტუმრა და ევროპაში დარჩენას აპირებს.
წყაროს ცნობით, ვიქტორის გაფორმებას გალათასარაი, იუვენტუსი და რამდენიმე ინგლისური გუნდი ეცდება.