იუვენტუსი ო’რაილის ტრანსფერის დახურვას უახლოეს პერიოდში გეგმავს
იუვენტუსი ბრაიტონის ნახევარმცველის მატ ო’რაილის ტრანსფერზე მუშაობს და 24 წლის ფეხბურთელის გაფორმება უახლოეს დღეებში სურს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დანიელმა ნახევარმცველმა იუვენტუსში ტრანსფერს მწვანე შუქი უკვე აუნთო და გუნდებს შორის მოლაპარაკებების დასრულებას ელოდება.
იუვე ო’რაილის დუგლას ლუისის შემცვლელად მოიაზრებს, ვინც თავის მხრივ დიდი ალბათობით კარიერას ნოტინგჰემ ფორესტში გააგრძელებს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                