იუვე ო’რაილის თაობაზე პირველ წინადადებას ამზადებს
La Stampa-ს ინფორმაციით, ბრაიტონის ფეხბურთელი მატ ო’რაილი იუვენტუსის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი ბრაიტონს ნახევარმცველის 1-წლიან იჯარას შესთავაზებს, მისი შემდგომში 30 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულებით.
გამოცემის ინფორმაციით, ი’რაილის მიმართ ინტერესს არაერთი გუნდი, მათ შორის მარსელი, რომა და ატალანტა იჩენენ, თუმცა თავად 24 წლის ფეხბურთელს ტურინში გადაბარგება სურს.
იუვენტუსი ო’რაილის თაობაზე პირველ წინადადებას მხოლოდ მას შემდეგ გააკეთებს, რაც გუნდს დუგლას ლუისი დატოვებს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                