იუვენტუსი ნაპოლისა და კონტეს შორის არსებული დაძაბულობის გამოყენებას ეცდება
SportItalia-ს ჟურნალისტის მიკელე კრიშიტელოს ინფორმაციით, ზაფხულში იუვენტუსის პრიორიტეტი გუნდში ანტონიო კონტეს მიყვანა იქნება.
წყაროს ცნობით, იანვარში კვარას გაყიდვისა და მისი შესაბამისი ფეხბურთელის არგაფორმების გამო ანტონიო კონტესა და ნაპოლის შორის ცუდი ურთიერთობაა, რის გამოც დიდია ალბათობა, რომ კონტემ გუნდი დატოვოს.
თუ კონტემ პარტენოპეის დატოვება გადაწყვიტა, მისი გაფორმების ფავორიტი სწორედ იუვენტუსი იქნება, სადაც ანტონიოს ხილვა პირადად ჯონ ელკანს სურს.