იუვე ნაპოლის ფორვარდით ინტერესდება
გამოცემა Tuttomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი ნაპოლის ფორვარდის ლორენცო ლუკას ტრანსფერით ინტერესდება.
იტალიელი ფეხბურთელი უდინეზეს საკუთრებაშია და ნაპოლის რიგებში იჯარით ასპარეზობს, მისი სეზონის ბოლოს გამოსყიდვის ვალდებულებით, თუ პარტენოპეი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდება.
ლუკა ანტონიო კონტეს გეგმებში არ შედის და შეზღუდული სათამაშო დრო ეძლევა, რაც რომელუ ლუკაკუს დაბრუნებასთან ერთად კიდევ უფრო შეიზღუდება.
წყაროს ინფორმაციით, თუ ნაპოლი იანვარში მისი იჯარით გაშვებას დათანხმება, იუვენტუსი ფეხბურთელის არენდით გაფორმებას ეცდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
