TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი მზად არის, ილდისს ხელფასი 6 მილიონამდე გაუზარდოს

როგორც უკვე მოგახსენეთ, კენან ილდისის წარმომადგენელი ტურინშია და უახლოეს დღეებში იუვენტუსის წარმომადგენლებს შეხვდება.

ტურინული გრანდი თურქი ფეხბურთელის ახალი კონტრაქტის თაობაზე მუშაობას აგრძელებს და მომდევნო შეხვედრაზე ილდისის მამას, ვინც ფეხბურთელის წარმომადგენელი გახლავთ ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებს.

La Stampa-ს ინფორმაციით, იუვენტუსი მზად არის, ილდისს ხელფასი 1.7 მილიონი ევროდან 6 მილიონამდე გაუზარდოს, საიდანაც გარანტირებული 5, დანარჩენი კი ბონუსები იქნება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !