TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე სავარაუდოდ მუნდიალზე პერინის ნაცვლად დაფარას წაიყვანს

როგორც უკვე მოგახსენეთ, მატია პერინი იუვენტუსს 2 თვე ვერ დაეხმარება, ამიტომ ტურინულ გრანდს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისთვის მისი შემცვლელის პოვნა მოუწევს.

SportItalia-ს ცნობით, იუვენტუსი დიდი ალბათობით NextGen-ის კარის დარაჯის ჯოვანი დაფარას დააწინაურებს და მეორე კიპერი სწორედ ის გახდება.

20 წლის იუვენტუსის აკადემიის აღზრდილმა NextGen-ის რიგებში შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და დაწინაურებისთვის მზად არის…

error: დაცული კონტენტი !