TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი მუნდიალისთვის ვეიგას და კოლო მუანის შენარჩუნებას ცდილობს

იუვენტუსმა პორტოსთან შიკო კონსეისაუს თაობაზე შეთანხმებას უკვე მიაღწია და პორტუგალიელი ფეხბურთელი საკლუბო მუნდიალზე ტურინულ გრანდთან ერთად გაემგზავრება.

კონსეისაუს გარდა, ბიანკონერი კოლო მუანისა და რენატუ ვეიგას არენდების გახანგრძლივებაზეც მუშაობს და იმედი აქვს, ორივე მათგანი გუნდში კიდევ რამდენიმე კვირა დარჩება და გუნდს მუნდიალზეც დაეხმარება.

შეგახსენებთ, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება. ტურნირი სტარტს 14 ივნისს აიღებს და ფინალი 13 ივლისს გაიმართება.

error: დაცული კონტენტი !