იუვე მოტას გაშვებას ჯენოასთან მატჩამდე გეგმავს
არაერთი გავლენიანი წყაროს, მათ შორის ფაბრიციო რომანოსა და მატეო მორეტოს ინფორმაციით, იუვენტუსი ტიაგო მოტას გუნდიდან გაშვებას ჯენოასთან მატჩამდე განიხილავს.
წყაროების ცნობით, ტურინულ გრანდს სეზონის ბოლომდე არა რობერტო მანჩინი, როგორც აქამდე იწერებოდა, არამედ იგორ ტუდორი ჩაიბარებს.
იუვენტუსის ლეგენდა ბიანკონერის სეზონის ბოლომდე ჩაბარებას უკვე დათანხმდა, გუნდს მისი კონტრაქტის კიდევ 1 წლით გაგრძელების შესაძლებლობა ექნება…