იუვენტუსი მოლინას ტრანსფერით ინტერესდება
იუვენტუსი მარჯვენა მცველის ძიებას აგრძელებს და ბიანკონერის ერთ-ერთი სამიზნე ატლეტიკოს უკანახაზელი ნაჰუელ მოლინაა.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, დამიენ კომოლი 27 წლის არგენტინელს გუნდის გასაძლიერებლად იდეალურ კანდიდატად მოიაზრებს.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი ატლეტიკოს მოლინას სანაცვლოდ დუშან ვლაჰოვიჩს, უესტონ მაკკენის ან ნიკო გონსალესს შესთავაზებს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                