TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე მირეტის გამოყენებას გუდმუნდსონის ტრანსფერში განიხილავს

ჯენოა ფაბიო მირეტის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს, იუვენტუსი კი მის გამოყენებას ალბერტ გუდმუნდსონის ტრანსფერში ეცდება.

მირეტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ტიაგო მოტა მიიღებს და თუ იტალო-ბრაზილიელმა მის ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო, ტურინული გრანდი ფეხბურთელის სანაცვლოდ მინიმუმ 15 მილიონ ევროს მოითხოვს.

მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, მირეტის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს ჯენოა იჩენს და დიდია ალბათობა, ბიანკონერიმ იტალიელის გამოყენება გუდმუნდსონის ტრანსფერში სცადოს. 27 წლის ფეხბურთელს შეტევაში როგორც ფლანგებზე, ასევე ცრუ ცხრიანის პოზიციაზე შეუძლია თამაში და მისი უნივერსალობა ტიაგო მოტას ძალიან მოსწონს…