TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსი მინიმუმ 2 შემტევ ვინგერს გაიფორმებს

იტალიური გამოცემა La Stampa-ს ინფორმაციით, იუვენტუსი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მინიმუმ 2 შემტევი გარემარბის გაფორმებას გეგმავს.

წყაროს ცნობით, მატიას სულეს შემდეგ, გუნდს ფედერიკო კიეზაც დატოვებს, ამიტომ კრისტიანო ჯუნტოლი ფლანგების გაძლიერებას ორი ფეხბურთელით გეგმავს.

გამოცემის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის იუვენტუსის პრიორიტეტული სამიზნეები ფრანჩესკო კონსეისაუ, გალენო, კარიმ ადეიემი და ჯეიდონ სანჩო არიან, თუმცა არ არის გამორიცხული, მომდევნო დღეებში კრისტიანო ჯუნტოლის სიაში ახალი სახელები გამოჩნდენ.