იუვე მილინკოვიჩ-სავიჩის სიტუაციას აკვირდება
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იუვენტუსი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის ტრანსფერით ინტერესდება.
სერბი ნახევარმცველის მიმდინარე კონტრაქტი ალ-ჰილალთან 2026 წელს იწურება და მის უფასოდ გაფორმებას ევროპის არაერთი გრანდი, მათ შორის იუვენტუსი ეცდება.
ალ-ჰილალი თავის მხრივ სერბ ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ცდილობს, თუმცა ჯერჯერობით მხარეები ვერ თანხმდებიან.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
