იუვე მილიკის აგენტს უახლოეს დღეებში შეხვდება
იუვენტუსი უახლოეს დღეებში არკადიუშ მილიკის აგენტს შეხვდება და მხარეები ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრებენ.
მილიკის მიმდინარე კონტრაქტი იუვენტუსთან მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება, თუმცა პოლონელი სპალეტის გეგმებში არ შედის და ტურინულ გრანდს მასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს, ამისთვის კი სავარაუდოდ იუვენტუსს მილიკისთვის კომპენსაციის გადახდა მოუწევს.
მილიკმა იუვენტუსის რიგებში სულ 77 მატჩში ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
