იუვენტუსი მილანის კიპერით ინტერესდება
იუვენტუსი მილანის კარის დარაჯის მაიკ მენიოს ტრანსფერით ინტერესდება.
30 წლის ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ლომბარდიულ გრანდთან სეზონის ბოლოს იწურება და დიდი ალბათობით ის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, რადგან მხარეებს შორის ახალ კონტრაქტზე შეთანხმება ვერ ხერხდება.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ფრანგი ფეხბურთელის უფასოდ გაფორმებას იუვენტუსი, ბაიერნი და ჩელსი ეცდებიან.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
