იუვენტუსი მენიოს სიტუაციას ყურადღებით აკვირდება
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი მილანის კიპერის მაიკ მენიოს მიმართ ინტერესს არ კარგავს.
ფრანგი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი მილანთან სეზონის ბოლოს იწურება და ჯერჯერობით მხარეებს შორის ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმება ვერ ხერხდება, ამიტომ დიდია ალბათობა, ფრანგმა გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.
იუვენტუსი მიკელე დი გრეგორიოს თამაშით კმაყოფილია, მაგრამ თუ მენიოს უფასოდ გაფორმების შესაძლებლობა იქნება, ტურინული გრანდი ფრანგის უფასოდ დამატებას და დი გრეგორიოს გაყიდვას ეცდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
