იუვე უდინეზესთან მატჩს საგანგაშო სიტუაციაში ხვდება…
იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს და სეზონის ოთხეულში დასასრულებლად ბიანკონერის დარჩენილ ორ მატჩში გამარჯვება მოუწევს.
იგორ ტუდორის გუნდი მომდევნო ტურში უდინეზეს უმასპინძლებს და ამ შეხვედრას ტურინული გრანდი სერიოზული საკადრო პრობლემების ფონზე ხვდება.
იუვენტუსს უდინეზეს წინააღმდეგ ბრემერი, კაბალი, კელი, მილიკი, სავონა, ტურამი და კალულუ ვერ დაეხმარებიან, ჯერ კიდევ საეჭვოა კოპმეიენრსის თამაში, ვინც გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშს აგრძელებს.
ამ ყველაფერს ანდრეა კამბიაზოსა და ფედერიკო გატის პრობლემებიც ემატება, ისინი არც თუ ისე კარგ ფიზიკურ კონდიციებში არიან და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყონ, ამიტომ ტუდორს დიდი ალბათობით ლოკატელის ცენტრალური მცველის პოზიციაზე დაყენება მოუწევს…