იუვე მარუსიჩის სიტუაციას აკვირდება
იუვენტუსი ლაციოს მცველის ადამ მაურისჩის ტრანსფერით ინტერესდება.
33 წლის ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი არწივებთან სეზონის ბოლოს იწურება და მხარეებს შორის ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმება ვერ ხერხდება.
SportItalia-ს ცნობით, მონტენეგროელი 2-წლიან კონტრაქტსა და გასამრჯელოს სახით 1.7 მილიონს ითხოვს, რაზეც ლაციო ჯერჯერობით უარს ამბობს.
თუ მარუსიჩმა ლაციოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვება გადაწყვიტა, იუვე მისი მოთხოვნების დაკმაყოფილების წინააღმდეგი არ არის.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
