იუვე მარსელის მცველით ინტერესდება
იუვენტუსი ცენტრალური მცველის ძიებას აგრძელებს და ტურინული გრანდის ერთ-ერთი სამიზნე მარსელის უკანახაზელი ლეონარდო ბალერდი იქნება.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, 26 წლის არგენტინელი უკანახაზელი იგორ ტუდორის პირადი მოთხოვნაა, ხორვატი სპეციალისტი მას მარსელში მუშაობის პერიოდიდან კარგად იცნობს.
მარსელი გუნდის კაპიტანის მარტივად დათმობას არ აპირებს და 25-30 მილიონს ითხოვს.