იუვენტუსი მარჯვენა მცველის ძიებას აგრძელებს
იანვარში იუვენტუსის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი მარჯვენა მცველის გაფორმება იქნება და ტურინულ გრანდს პრიორიტეტული სამიზნეების ძებნა უკვე დაწყებული აქვს.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ბიანკონერის მთავარი სამიზნე მარკო პალესტრაა, თუმცა მისი მაღალი ფასისა და დიდი კონკურენციის ფონზე, ტურინული გრანდი ალტერნატიული სამიზნეების ძიებაშია.
წყაროს ინფორმაციით, თუ იუვენტუსს პალესტრას გაფორმება არ გამოუვიდა, იუვე ჩელსის მალო გუსტოსა და მონაკოს მავისას კანდიდატურებს განიხილავს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
