TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვემ სანჩოსთან კონტრაქტი შეათანხმა და მანჩესტერს ოფიციალურ წინადადებას უმზადებს

Tuttomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი და ჯეიდონ სანჩო პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმდნენ.

წყაროს ცნობით, სანჩო ტურინულ გრანდთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი გასამრჯელო 5.5 მილიონი ევრო იქნება, რასაც ბონუსების სახით კიდევ 1.5 მილიონი დაემატება.

გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსი უახლოეს საათებში მანჩესტერს სანჩოს თაობაზე პირველი ოფიციალური წინადადებით მიმართავს.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !