იუვე ლუკმანის მიმართ ინტერესს ინარჩუნებს, მაგრამ პრიორიტეტი ადეიემია
Calciomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი ატალანტას შემტევის ადემოლა ლუკმანის მიმართ ინტერესს არ კარგავს.
წყაროს ცნობით, ლუკმანი ლა დეას რიგებს სეზონის ბოლოს დატოვებს და მისი ერთ-ერთი მსურველი სწორედ იუვენტუსი იქნება, თუმცა 27 წლის ნიგერიელი ბიანკონერის პრიორიტეტი არ არის.
გამოცემის ინფორმაციით, კრისტიანო ჯუნტოლის მთავარი სამიზნე დორტმუნდის შემტევი კარიმ ადეიემი იქნება. ორივე ფეხბურთელის ფასი დაახლოებით 45-50 მილიონი ევროა.