იუვე ლუკას ტრანსფერში რუჰის გამოყენებას გეგმავს
იუვენტუსი ლორენცო ლუკას მიმართ ინტერესს არ კარგავს, თუმცა მის სანაცვლოდ მოთხოვნილი 30 მილიონის გადახდას არ აპირებს და იტალიელი ფორვარდის გაფორმების სხვა გზებს სწავლობს.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი უდინეზესთვის იონას რუჰის შეთავაზებას და ამით ლუკას სატრანსფერო ფასის 15-20 მილიონამდე შემცირებას ეცდება.
21 წლის შვედი იუვენტუსის გეგმებში აღარ შედის, ამიტომ ის დიდი ალბათბით გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს.