TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე ლორენცო ლუკას მიმართ ინტერესს არ კარგავს

იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი უდინეზეს ფორვარდის ლორენცო ლუკას მიმართ ინტერესს არ კარგავს.

ტურინული გრანდი იტალიელი ფეხბურთელის გაფორმებას იანვარში ცდილობდა და ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ბიანკონერი უდინეზესთან საერთო ენის გამონახვას კიდევ ერთხელ სეზონის ბოლოს ეცდება.

იუვენტუსის რიგებს სეზონის ბოლოს დიდი ალბათობით როგორც რანდალ კოლო მუანი, ასევე არკადიუშ მილიკი და დუშან ვლაჰოვიჩი დატოვებენ, ამიტომ ტურინელებს მინიმუმ 2 ფორვარდის გაფორმება მოუწევთ.

error: დაცული კონტენტი !