TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე ლოფტუს-ჩიკის ტრანსფერით ინტერესდება

იტალიური მედიის ცნობით, დამიენ კომოლი იუვენტუსის ნახევარდაცვის გასაძლიერებლად მუშობას უკვე შეუდგა და რამდენიმე პრიორიტეტული სამიზნე უკვე შეარჩია.

Tuttomercato-ს ცნობით, იუვენტუსი მანჩესტერ სიტის ბერნარდო სილვას, ალ-ჰილალის სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩისა და მილანის რუბენ ლოფტუს-ჩიკის ტრანსფერით ინტერესდება.

წყაროს ინფორმაციით, კომოლი ლოფტუს-ჩიკს გუნდის გასაძლიერებლად იდეალურ კანდიდატად მოიაზრებს. მისი მიმდინარე კონტრაქტი მილანთან 2027 წლის ზაფხულში იწურება და თუ სეზონის ბოლომდე მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ შეთანხმდნენ, როსონერის სავარაუდოდ ინგლისელის გაყიდვა მოუწევს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

186 views
error: დაცული კონტენტი !