იუვე ლობოტკას სიტუაციას აკვირდება
იუვენტუსი ზაფხულში ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს და ტურინული გრანდის ერთ-ერთი სამიზნე ნაპოლის ფეხბურთელი სტანისლავ ლობოტკა იქნება.
31 წლის ფეხბურთელი დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს პარტენოპეის რიგებს დატოვებს. მისი მიმდინარე კონტრაქტი ნაპოლისთან 2027 წლის ზაფხულში იწურება და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებიან, ამიტომ კამპანიელებს სეზონის ბოლოს მისი გაყიდვა მუწევთ.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, სპალეტის ლობოტკას იუვენტუსში ხილვა სურს და იტალიელ სპეციალისტთან მუშაობის წინააღმდეგი არც სლოვაკი ფეხბურთელი იქნება. ტურინულ გრანდს 31 წლის ნახევარმცველის გაფორმება დაახლოებით 20-25 მილიონი დაუჯდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
