იუვენტუსი ლევანდოვსკის ტრანსფერზე აღარ იმუშავებს
იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსმა გადაწყვიტა, რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერზე მუშაობა შეაჩეროს.
Tuttomercato-ს ცნობით, ფეხბურთელის ასაკისა და მის მიერ მოთხოვნილი ხელფასის გათვალისწინებით, იუვენტუსი ალტერნატიულ ვარიანტებზე გადაერთო.
წყაროს ინფორმაციით, პოლონელი ფორვარდის აგენტი უახლოეს პერიოდში ბარსელონას წარმომადგენლებს შეხვდება და არ არის გამორიცხული, მან გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
