TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი ლევანდოსვკის გაფორმებას სერიოზულად განიხილავს

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი რობერტ ლევანდოვსკის მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენს.

წყაროს ცნობით, ტურინული გრანდის წარმომადგენლები პოლონელი ფორვარდის თამაშებს აკვირდებიან, რომ მისი ფიზიკური კონდიციები შეისწავლონ.

პრობლემა ლევანდოვსკის ხელფასი – 10 მილიონი ევროა, თუმცა თუ იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა, მასთან ხანმოკლე კონტრაქტის გაფორმება პრობლემა არ იქნება.

შეგახსენებთ, ლევანდოვსკის კონტრაქტი ბარსელონასთან სეზონის ბოლოს იწურება და ჯერჯერობით უცნობია, გაახანგრძლივებს თუ არა ის ხელშეკრულებას კატალონიურ გრანდთან.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)