იუვე ლაპორტეს ტრანსფერით ინტერესდება
იუვენტუსი დაცვის გასაძლიერებლად შესაბამისი კადრების ძიებას აგრძელებს და ტურინული გრანდის ერთ-ერთი სამიზნე აიმერიკ ლაპორტეა.
31 წლის ესპანელს ალ-ნასრის დატოვება და ევროპაში დაბრუნება უნდა, სადაც მას მსურველები მრავლად ჰყავს.
SportItalia-ს ცნობით, თუ გუნდებს შორის შეთანხმება შედგა, ესპანელის პრიორიტეტი სწორედ იუვენტუსში თამაში იქნება. ალ-ნასრი მის სანაცვლოდ 10 მილიონს ითხოვს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)